Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება: საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის ოდენობის შესახებ სხვადასხვა რეგიონში და ახდენენ ბოლო 3 წლის და წინა 3 წლის შედეგების შედარებას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ამყარებენ კავშირს მათემატიკასა და გეოგრაფიას შორის, ეცნობიან საქართველოს რეგიონებს,მათ მდებარეობას რუკაზე,აკვირდებიან შეგროვებულ მონაცემებს, ადარებენ მათ და აკეთებენ დასკვნებს საქართველოს რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ (პროცენტულად გაიზარდა თუ შემცირდა და რამდენით)
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციისდამუშავებისა და ორგანიზების, კვლევა-ძიების,დასკვნების გამოტანის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ისტ-ის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ოდენობის შესახებ ბოლო 6 წლის განმავლობაში, წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის სახით ბოლო 3 და წინა 3 წლების შედეგებს და გააკეთებენ დასკვნებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, პროექტორი, დაფა, ვებ-გვერდი: geostat.ge
პროექტის მსვლელობა:
1.თემის შერჩევა
2.კლასის დაყოფა ჯგუფებად და რეგიონების გადანაწილება
3.ინტერნეტით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოძიება
4.შედეგების შედარება
5.მოძიებული ინფორმაციის სვეტოვანი დიაგრამებით წარმოდგენა
6.თითოეული ჯგუფის პრეზენტაცია
7.დასკვნა: რა მდგომარეობაა საქართველოში დემოგრაფიული თვალსაზრისით
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლალი ღონღაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: laligongadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:laligongadze.blogspot.com